ავტორიზაცია

ტეო ერნანდესი: "იბრაჰიმოვიჩი ჩვენი მოთამაშე-მწვრთნელია"

ტეო ერნანდესი: "იბრაჰიმოვიჩი ჩვენი მოთამაშე-მწვრთნელია"
თარიღი 11 Feb 2023, 11:05
"მილანის" მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა "ტორინოსთან" გამარჯვებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის წვლილზე ისაუბრა.

"როსონერიმ" "ტორინო" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია დაასრულა. იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა, მოედანზე არ გამოჩენილა, გუნდს სათადარიგო სკამიდან ამხნევებდა.

„აშკარაა, რომ ბოლო მატჩებში არც თუ ისე კარგად ვთამაშობდით. დღევანდელი სამი ქულა მილანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

იბრა ჩვენთვის მოთამაშე მწვრთნელივითაა - ის ყოველთვის მეტს ითხოვს. ეს გამარჯვებაც მისი დახმარებით იქნა მიღწეული. “, - განუცხადა DAZN-ს 25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა.