ავტორიზაცია

ნიკო უილიამსმა ატლეტიკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნიკო უილიამსმა ატლეტიკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 01 დეკ 2023, 17:28
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა ნიკო უილიამსმა კლუბთან ახალი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ესპანურმა ნაკრებმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 

21 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

უილიამსმა პირველი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 96 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.