ავტორიზაცია

ნიუკასლმა ტონალის შესაძლო შემცვლელთა სია შეადგინა

ნიუკასლმა ტონალის შესაძლო შემცვლელთა სია შეადგინა
თარიღი 27 ოქტ 2023, 09:58
"ნიუკასლმა" ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი შეარჩია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ იტალიელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი, რომელიც სპორტული ფსონებისადმი მიდრეკლილების გამო ფეხბურთს ჩამოაშორეს.

Athletic-მა შეიტყო, რომ "კაჭაკების" მოკლე სიაში შედიან შემდეგი მოთამაშეები: კალვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), სკოტ მაკტომინაი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო პალინა (ფულჰემი) და ამადუ ონანა (ევერტონი). 

ტონალი ინგლისური კლუბის რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა. მის ტრანსფერში ნიუკასლმა მილანს 64 მილიონი ევრო გადაიხადა. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.