ავტორიზაცია

ნოტინჰემ ფორესტმა მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი შეათანხმა

ნოტინჰემ ფორესტმა მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 20 Aug 2023, 18:59
არგენტინელი მცველი გონსალო მონტიელი "სევილიადან" კარიერას "ნოტინჰემ ფორესტში" გააგრძელებს. 

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტ სეზარ ლუის მერლოს ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბი 26 წლის არგენტინელის ტრანსფერში 11 მილიონ ევროს გადაიხდის.

მონტიელი ორშაბათს გაემგზავრება ინგლისში, რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და გარიგება დაასრულოს.

2022 წლის ბოლოს გონსალო მონტიელი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი პენალტი თერთმეტმეტრიანების სერიაში.