ოფიციალურად: ატლეტიკომ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

"უდინეზესა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული "ატლეტიკოში" გადავიდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი. კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, ფეხბურთელმა კი სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
27 წლის არგენტინელმა გასულ სეზონში "უდინეზეს" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, დე პაულმა არგენტინის ნაკრებთან ერთად 2021 წლის კოპა ამერიკა მოიგო.VIDEO: და აი ესეც მოხდა, ოცნება ახდა — მესიმ არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო!!!