ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლა ლიგის სხვა გუნდში გაანათხოვრა
კატალონიის "ბარსელონამ" გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ალექს კოლადოს "გრანადაში" იჯარით გაშვება დაადასტურა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის ესპანელი ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.
კოლადო "ბარსას" აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2018/19 წლების სეზონში ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება "ბარსელონა ბ"-ს, კატალონიური გრანდის მეორე გუნდის რიგებში ალექსს საერთო ჯამში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 18 გოლი გატანილი.