ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 23 Sep 2021, 23:52

"ბარსელონას" პრესსამსახურმა თურქულ "კაისერისპორთან" ნახევარმცველ ემრე დემირის ტრანსფერზე შეთანხმება დაადასტურა.

ასე და ამგვარად, 17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს თურქულ კლუბში ჩაამთავრებს, მომდევნოს კი "ბარსას" სარეზერვო გუნდის რიგებში დაიწყებს.

კატალონიური გრანდი ახალგაზრდა თურქში 2 მილიონ ევროს + ბონუსები გადაიხდის. დემირის კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება გათვლილი. ამასთანავე, "ბარსას" ახალწვეულის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტიც იქნება გათვალისწინებული - 400 მილიონი ევრო.

თურქეთის ჩემპიონატში დემირის დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა. აგრეთვე, იგი სუპერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც გოლის გატანა მოახერხა. სადებიუტო სეზონში მან 31 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ემრეს თურქეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც უასპარეზია.

"კაისერისპორი" ამჟამად სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს, გუნდის აქტივში 6 მატჩში მოპოვებული 10 ქულაა.