ოფიციალურად: ბარსელონას მეკარე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
„ბარსელონას“ ბრაზილიელმა მეკარე ნეტომ კატალონიური გუნდი დატოვა.
33 წლის გოლკიპერი კარიერას პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი „ბორნმუთში“ გააგრძელებს, რომელთანაც მან 1-სეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრანსფერი ინგლისურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ბარსაში“ ნეტო 2019 წლიდან თამაშობდა, სადაც იასპერ სილესენის გაცვლის შედეგად „ვალენსიადან“ გადავიდა.
ნეტოს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, თუმცა „ბლაუგრანამ“ გოლკიპერი, რომელსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა, უფასოდ გაუშვა.
Transfermarkt ბრაზილიელს 3 მილიონ ევროდ აფასებს, ყველაზე მეტი კი ეს ფეხბურთლი 2018 წელს - 18 მილიონი ევრო ღირდა.