ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბექა დარცმელია ნიუკასლ ჯეტსში ითამაშებს

ოფიციალურად: ბექა დარცმელია ნიუკასლ ჯეტსში ითამაშებს
თარიღი 30 აგვ 2022, 08:46

22 წლის ქართველი ფეხბურთელი, ბექა დარცმელია კარიერას "ნიუკასლ ჯეტსში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას, ავსტრალიული კლუბის ვებ-გვერდი ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გუნდში თამაშობს ბექა მიქელთაძე, რომელმაც ავსტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

ტრანსფერთან დაკავშრებით კომენტარი "ნიუკასლ ჯეტსის" მთავარმა მწვრთნელმა არტურ პაპასმა გააკეთა.

 "მოხარული ვართ, რომ ბექას დონის ფეხბურთელთან კონტრაქტი გავაფორმეთ, იგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თავისი ყოფილი გუნდის "ლოკომოტივის" კაპიტანი იყო, დარცმელია ცაციაა, მას კარგად შეუძლია თამაშის გამწვავება, ის შემოქმედებითი ფეხბურთელია, მოუთმენლად ველით მას ჩვენს გუნდში".