ავტორიზაცია

ოფიციალურად: დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტი გახდა

ოფიციალურად: დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტი გახდა
თარიღი 17 Jan 2022, 21:02

"ატლეტიკო მინეირომ" ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდიდან თავდამსხმელ დიეგო კოშტას წასვლა დაადასტურა.

კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე იყო გათვლილი, 33 წლის ესპანელის ინიციატივით გაწყდა.

კოშტა ბრაზილიურ კლუბში 2021 წლის აგვისტოში გადავიდა. ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკო მინეიროს" მაისურით მან 5 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა ფორვარდმა ამ დროში ბრაზილიის ჩემპიონატისა და თასის მოგება მოასწრო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო კოშტასადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს და შესაძლოა უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, სადაც თავის დროზე "ჩელსის" ღირსებას იცავდა.