ოფიციალურად: დორტმუნდმა ბაიერნს აჯობა და გერმანიის ნაკრების მცველის ტრანსფერი დაადასტურა
"ფრაიბურგის" ცენტრალური მცველი, ნიკო შლოტერბეკი "დორტმუნდში" გადავიდა, იტყობინება ბორუსიელთა ოფიციალური საიტი.
გერმანიის ეროვნული ნაკრების 22 წლის უკანახაზელმა "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებთან 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "დორტმუნდის" რიგებში ასპარეზობას მომავალი სეზონიდან დაიწყებს.
აქამდე გავრცელებული ცნობით, ბორუსიელებს აღნიშნული ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თავად შლოტერბეკი კი წლიური ხელფასის სახით 6 მილიონს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ "ფრაიბურგის" მცველით, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა, "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, მაგრამ მიუნხენურ გრანდს "დორტმუნდი" ამჯობინა.