ოფიციალურად: ჯორჯო კიელინი ახალ გუნდში გადავიდა
"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი კარიერას "ლოს ანჯელესში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
37 წლის იტალიელი უკანახაზელის გადაბირებით MLS-ის სხვა კლუბები, "ინტერ მაიამი" და "ტორონტოც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ იდეაზე უარი თქვეს.
შეგახსენებთ, კიელინი 2005 წლიდან "იუვენტუსში" თამაშობდა, ტურინელებს იგი "ფიორენტინადან" 7,7 მილიონ ევროდ შეუერთდა.
"ბებერი ქალბატონის" რიგებში ჯორჯომ საერთო ჯამში 559 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
"იუვესთან" ერთად კიელინიმ იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ, ხოლო ქვეყნის თასი და სუპერთასი 5-5-ჯერ მოიგო.