ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხავი სიმონსმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: ხავი სიმონსმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 29 Jun 2022, 15:35

"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველს, ხავი სიმონსს კონტრაქტი ამოეწურა და პარიზი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

19 წლის ჰოლანდიელი კარიერას "პსვ"-ში გააგრძელებს - ეინდჰოვენელებთან "ბარსელონას" აღზრდილმა 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ სიმონსი "პსჟ"-ში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ორი სეზონი გაატარა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა პარიზელთა ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.