ოფიციალურად: ხავიერ პასტორე კარიერას ლა ლიგის კლუბში გააგრძელებს
არგენტინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
32 წლის სამხრეთამერიკელმა კონტრაქტი ლა ლიგის ახალწვეულ "ელჩესთან" გააფორმა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, აქამდე, პასტორემ "რომასთან" გაწყვიტა ხელშეკრულება, სადაც 2018 წლიდან ასპარეზობდა.
გასულ სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა "მგლების" მაისურით მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა
ცნობისთვის, "რომამ" პასტორეს სანაცვლოდ თავის დროზე "პსჟ"-ს 24,7 მილიონი ევრო გადაუხადა.