ოფიციალურად: კვერკველია ლოკომოტივიდან გაუშვეს - სად გადავა ქართველი მცველი?
მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად დაადასტურა გუნდიდან ოთხი ფეხბურთელის წასვლა. გაშვებულ მოთამაშეებს შორის საბა კვერკველიაც არის.
ქართველი ცენტრალური მცველი "რკინიგზელებში" ირიცხებოდა 2017-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 108 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.
შეგახსენებთ, 2017/2018 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი "წითელ-მწვანეებთან" ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.
აქვე დავამატებთ, რომ "ჯვაროსნების" ხუთიანმა გასული სეზონი განათხოვრების წესით რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ვოლგოგრადის "როტორში" გაატარა.
სად გააგრძელებს კარიერას სოლომონი, ჯერჯერობით უცნობია. რუსული პრესა 29-წლის ცენტრბექის სახელს "ნიჟნი ნოვგოროდს" უკავშირებს.