ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლინგარდმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადავიდა

ოფიციალურად: ლინგარდმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადავიდა
თარიღი 22 ივლ 2022, 15:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი "ნოტინგემ ფორესტში" ითამაშებს.

ტრანსფერი პრემიერ ლიგის ახალწვეული კლუბის მფლობელის, ევანგელოს მარინაკისის შვილმა, მილტიადის მარინაკისმა დაადასტურა.

მილტიადისმა ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში "ნოტინგემ ფორესტის" მაისური უჭირავს.

ამის შემდეგ კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - ლინგარდი ახალ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. The Athletic-ის ცნობით, 29 წლის ინგლისელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ლინგარდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნოტინგემის" მე-11 ახალწვეულია.