ოფიციალურად: ლუიშ ნანი კარიერას სერია ა-ს კლუბში გააგრძელებს

ცნობილი პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი, ლუიშ ნანი "ვენეციაში" გადავიდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, 35 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.
ნანის სერია ა-ში აქამდე უკვე უასპარეზია, სადაც "ლაციოს" ღირსებას იცავდა. 2017/18 წლების სეზონში მან რომაული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პორტუგალიელი შემტევი ბოლოს MLS-ის კლუბ "ორლანდო სიტიში" ასპარეზობდა, სადაც საერთო ჯამში 88 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი შეაგდო და 25 ასისტიც მიითვალა.