ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

"არმინია ბილეფელდის" აწ უკვე ყოფილი გოლკიპერი, შტეფან ორტეგა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა.
როგორც "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი იუწყება, 29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გერმანელმა კარის დარაჯმა "სიტისთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა ახალწვეულმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება გასულ კვირაში გაიარა.
2021/22 წლების სეზონში ორტეგამ "არმინიას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 59 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.