ოფიციალურად: ნანი ახალ გუნდში გადავიდა, რომელიც 15 ივლისს მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი გარემარბი, ლუიშ ნანი ავსტრალიური "მელბურნ ვიქტორის" ღირსებას დაიცავს.
როგორც აღინიშნება, 35 წლის პორტუგალიელმა ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ნანი ბოლოს "ვენეციაში" ასპარეზობდა. იტალიურ გუნდს იგი იანვარში შეუერთდა. სერია ა-ში მან 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი ერთი ასისტით გამოიჩინა.
მას შემდეგ, რაც "ვენეცია" სერია ბ-ში გავარდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ცნობისთვის, 15 ივლისს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მელბურნ ვიქტორი" მელბურნში ამხანაგურ მატჩს გამართავენ.