ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
"პარი სენ ჟერმენმა" "რეიმსის" საუკეთესო ბომბარდირის, უგო ეკიტიკეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ასე და ამგვარად, 20 წლის ფრანგი ფორვარდი პარიზულ კლუბს არენდის წესით შეუერთდა.
როგორც აღინიშნება, საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია და შემდგომი შესყიდვის უფლებით.
აღსანიშნავია, რომ ეკიტიკა "რეიმსის" აღზრდილია და პირველ გუნდში გასული ზაფხულიდან ირიცხებოდა.
2021/22 წლების სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა ლიგა 1-ის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა.