ოფიციალურად: რეალმა კუბო გაყიდა, რომელსაც ერთ დროს "იაპონელი მესის" სახელით მოიხსენიებდნენ
"სოსიედადმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "რეალის" გარემარბის, ტაკეფუსა კუბოს ტრანსფერი დაადასტურა.
ბასკურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე მადრიდელებთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა შემტევმა, რომელსაც თავის დროზე "იაპონელი მესის" სახელით მოიხსენიებდნენ, ახალ გუნდთან 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.Японец подписал контракт с «Реал Сосьедад» до 2027 года.
აქამდე დაიწერა, რომ "რეალი" კუბოზე უფლებების მხოლოდ 50%-ს გაყიდდა - 6,5 მილიონ ევროდ.
ბოლო სამი წელიწადი ტაკეფუსამ იჯარის წესით "მალიორკაში" (ორჯერ), "ხეტაფესა" და "ვილიარეალში" გაატარა.