ოფიციალურად: სებასტიან ჯოვინკო იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდა
"სამპდორიამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით შემტევი ნახევარმცველის, სებასტიან ჯოვინკოს დამატება დაადასტურა.
გენუური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის იტალიელი გასული წლის ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო, როცა არაბულ "ალ ჰილალთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
ჯოვინკო ფორმას თავის ყოფილ კლუბ "ტორონტოში" ინარჩუნებდა.
ასე და ამგვარად, გამოცდილი შემტევი იტალიის ჩემპიონატში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, საიდანაც 2015 წლის ზამთარში წავიდა, როცა "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.