ოფიციალურად: ვალიადოლიდის შემდეგ, რონალდომ კიდევ ერთი კლუბი იყიდა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო "კრუზეიროს" მფლობელი ოფიციალურად გახდა.
"სელესაოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და ამიერიდან კლუბის გამგეობის წევრია.
აღსანიშნავია, რომ "ფენომენომ" "კრუზეიროს" აქციათა 90% ჯერ კიდევ დეკემბერში შეიძინა. გარიგება მას საერთო ჯამში დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაუჯდა.
მოგეხსენებათ, რონალდომ პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო.
"კრუზეირო" "ბარსელონას", "ინტერის", "რეალისა" და "მილანის" ექს-ფორვარდის მფლობელობაში მყოფი მეორე კლუბია. იგი ესპანურ "ვალიადოლიდსაც" ფლობს.