ოფიციალური დებიუტი - გიორგი ჩაკვეტაძემ ჰამბურგში ითამაშა

გერმანული ბუნდესლიგა 2-ის 21-ე ტურში პირველადგილოსანი დარმშტადტი საკუთარ მოედანზე ჰამბურგთან 0-5 განადგურდა.
აღნიშნულ მატჩში სტუმართა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც საქმეში 78-ე წუთზე ჩაერთო.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში 2022 წლის იანვარში გენტიდან 6-თვიანი იჯარით გადავიდა.
21 ტურის შემდეგ ჰამბურგს 37 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და ბუნდესლიგაში აღზევების შანსი აქვს.