ავტორიზაცია

ოფიციალურად: გამოსყიდვის უფლების გარეშე - ბაიერნმა მეკარე გაანათხოვრა

ოფიციალურად: გამოსყიდვის უფლების გარეშე - ბაიერნმა მეკარე გაანათხოვრა
თარიღი 25 Jul 2023, 21:53
გერმანელი გოლკიპერი ალექსანდრ ნიუბელი კარიერას იჯარით „შტუტგარტში“ გააგრძელებს.

ნიუბელის საიჯარო ხელშეკრულება 2023/24-სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული, „შტუტგარტში“ მეკარე 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ბაიერნი“ ფეხბურთელის იჯარაში 1 მილიონ ევროს მიიღებს, „შტუტგარტს“ კი მეკარის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება და მომავალ ზაფხულს ის მიუნხენურ გრანდში დაბრუნდება.

2021-დან ორი წლის მანძილზე ნიუბელი იჯარით საფრანგეთის ჩემპიონატში „მონაკოს“ კარს იცავდა.