ოფიციალურად: გიორგი კვერნაძე სერია ა-ში ითამაშებს

გიორგი კვერნაძის ტრანსფერი „ფროზინონეში" ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიური კლუბი ადასტურებს, რომ ქართულ საფეხბურთო კლუბ, კოლხეთი 1913-ფოთისთან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
კვერნაძე იტალიურ კლუბს იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.