ოფიციალურად: ჯამალ მუსიალამ ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ მიუნხენის გუნდის პრესსამსახური იტყობინება.
21 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
მუსიალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.