ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარსელ ზაბიცერი დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია

ოფიციალურად: მარსელ ზაბიცერი დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია
თარიღი 24 ივლ 2023, 22:42
დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნიდან" მარსელ ზაბიცერის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

29 წლის ავსტრიელმა დორტმუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

ზაბიცერი შეუერთდება გუნდს, რომელიც უკვე ორშაბათს გაემგზავრა შეერთებულ შტატებში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად.