ავტორიზაცია

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინო ჩელსის ახალი მწვრთნელია

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინო ჩელსის ახალი მწვრთნელია
თარიღი 29 მაი 2023, 16:42
ლონდონის "ჩელსიმ" მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.

არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. "არისტოკრატებს" ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება შეეძლებათ.

"ჩელსიმ" ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონი მეთორმეტე ადგილზე დაასრულა. 

პოჩეტინო მანამდე ინგლისში "ტოტენჰემისა" და "საუთჰემპტონის" მწვრთნელად მუშაობდა.