ავტორიზაცია

ოფიციალურად: მუსა დიაბი ასტონ ვილას ფეხბურთელია

ოფიციალურად: მუსა დიაბი ასტონ ვილას ფეხბურთელია
თარიღი 23 ივლ 2023, 01:24
"ასტონ ვილამ" ლევერკუზენის "ბაიერიდან" ფრანგი გარემარბის, მუსა დიაბის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კლუბმა დიაბისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელთა პრესსამსახური იტყობინება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველმა უარი თქვა "ალ-ნასრში" გადასვლაზე.

ლევერკუზენის "ბაიერში" დიაბიმ 172 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 49 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა.