ავტორიზაცია

ოფიციალურად: პატრიკ ვიეირა სტრასბურგს უხელმძღვანელებს

ოფიციალურად: პატრიკ ვიეირა სტრასბურგს უხელმძღვანელებს
თარიღი 03 ივლ 2023, 11:18
ლეგენდარულმა ფრანგმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირას სამწვრთნელო კარიერის ახალი ნაბიჯი გადადგა.

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი "სტრასბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა იურიდიული ფორმალობა გუშინ, 2 ივლისს, მას შემდეგ მოგვარდა, რაც "ჩელსის" მფლობელებმა საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის ბოლო სეზონის შედეგებით, კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. 

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სამწვრთნელო კარიერაში წინა კლუბები "ნიუ-იორკ სიტი", "ნიცა" და "კრისტალ პალასი" იყო.