ოფიციალურად: რეალმა ნახევარმცველის წასვლა დაადასტურა
მადრიდის „რეალმა“ ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის, ანტონიო ბლანკოს ტრანსფერი „ალავესში“ ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
2022/23-სეზონის მეორე ნახევარი ბლანკომ „ალავესში“ იჯარით გაატარა და კლუბს სეზონის შედეგად ლა ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა.
Relevo-ს ინფორმაციით, „რეალმა“ ფეხბურთელის უფლებების 50% დაიტოვა. ანუ თუ სამომავლოდ „ალავესი“ მის გაყიდვას სხვა კლუბთან შეათანხმებს, „რეალს“ მისი წამოყვანა ნახევარ ფასად შეეძლება, ან თანხის ნახევარს მიიღებს.