ოფიციალურად: ულად ომარ იმრანი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს

თბილისის "დინამოს" 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ულად ომარ იმრანი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე "ჰაპოელ ბეერ-შევას" შემადგენლობაში ითამაშებს.
როგორც ებრაული გუნდის ვებ-გვერდი იტყობინება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ულად ომარ იმრანმა ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.