ავტორიზაცია

ოფიციალურად: ზახარიანი რეალ სოსიედადის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ზახარიანი რეალ სოსიედადის ფეხბურთელია
თარიღი 20 აგვ 2023, 09:25
"რეალ სოსიედადმა" მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის შეძენის შესახებ გამოაცხადა.

20 წლის რუსმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028/29 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბასკური კლუბი ზახარიანის ტრანსფერში 12 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაიხდის.

ნახევარმცველი მოსკოვური გუნდის ძირითად გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. 

ზახარიანმა სულ კლუბის შემადგენლობაში 89 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 19 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.