ავტორიზაცია

ოკამპოსმა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს

ოკამპოსმა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს
თარიღი 26 ივნ 2023, 11:12
არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი, რომელიც "სევილიას" ეკუთვნის, შესაძლოა კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. 

Sky Sports-ის ცნობით, 28 წლის არგენტინელის მომსახურებით ლონდონის "ფულჰემია" დაინტერესებული. მხარეებს შორის უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, პოტენციური ტრანსფერის თანხა შეიძლება იყოს დაახლოებით 15 მილიონი ევრო. ოკამპოსი ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ოკამპოსმა ლა ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა.