ოქრიაშვილის მე-13 გოლი! თორნიკემ კობიაშვილს და დემეტრაძეს გაასწრო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის მატჩში კოსოვოსთან სტუმრად 2-1 მოიგეს.
კოსოვოს კარში გატანილი პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით 29 წლის შემტევისთვის მე-13 იყო.
ამ შედეგით საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა სიაში თორნიკე ოქრიაშვილმა 12 გოლით მე-4 და მე-5 პოზიციაზე მყოფ გიორგი დემეტრაძეს და ლევან კობიაშვილს გადაასწრო.
თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას შედგა. მას შემდეგ 47 მატჩში 13 გოლი გაიტანა.