ავტორიზაცია

"ოქროს ადამიანი ძვირფასი რჩევებით", - მბაპე ბუფონის წასვლას გამოეხმაურა

"ოქროს ადამიანი ძვირფასი რჩევებით", - მბაპე ბუფონის წასვლას გამოეხმაურა
თარიღი 02 Aug 2023, 23:18
ჯანლუიჯი ბუფონის კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას კილიან მბაპე გამოეხმაურა.

ბუფონი და მბაპე 2018/19-სეზონში „პსჟ-ში“ თანაგუნდელები იყვნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შეგხვდით და თქვენს ლეგენდარულ კარიერას გადავეკვეთე.

ოქროს ადამიანი ძვირფასი რჩევებით, რომლებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. კეთილი გზა და პირველ რიგში, მადლობა.“, - წერს „პსჟ-ს“ ფორვარდი სოციალურ ქსელში.