ავტორიზაცია

პერესი: "ბენზემამ ოქროს ბურთი გასულ წელსაც დაიმსახურა, ამ წელს კი კიდევ უფრო მეტად იმსახურებს"

პერესი: "ბენზემამ ოქროს ბურთი გასულ წელსაც დაიმსახურა, ამ წელს კი კიდევ უფრო მეტად იმსახურებს"
თარიღი 11 აგვ 2022, 02:09

"რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის აზრით, მადრიდული გრანდის თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა "ოქროს ბურთს" იმსახურებს.

ბენზემას შემცვლელზე

"შეხედეთ ჩვენს ყველა შემტევ ფეხბურთელს. ბენზემას გოლებთან დაკავშირებით შეფერხებები არ ექნება, მაგრამ თუ ექნება, იმდენი შემტევი ფეხბურთელი გვყავს, რომ ეს შესამჩნევი არ იქნება".

ბენზემასთვის "ოქროს ბურთზე"

"ჩემი აზრით, ეს ჯილდო გასულ წელსაც დაიმსახურა, ამ წელს კი კიდევ უფრო მეტად იმსახურებს", - ციტირებს "რეალის" პრეზიდენტის სიტყვებს Marca.