პიკე რეალთან მოახლოებულ მატჩზე: "ჩემი აზრით, კარგად ვითამაშებთ და ფინალში გავალთ"

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალთან" გასამართი მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ამ მატჩს ჩვენთვის ხელსაყრელ დროს ვხვდებით. ვიზრდებით და ვფიქრობ, კარგად ვითამაშებთ და ფინალში გავალთ", - ციტირებს 34 წლის უკანახაზელის სიტყვებს Diario Sport-ი.
"იმ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, თითოეული გამარჯვება გვაძლიერებს. რა თქმა უნდა, მოგებული ტიტული თავდაჯერებულობას შეგვმატებს".
"თასის მოგება მომდევნო თვეებში ჩვენზე კარგ გავლენას მოახდენს და გუნდურ განვითარებაში დაგვეხმარება", - დასძინა პიკემ.
"ბარსელონა" - "რეალი" 12 იანვარს გაიმართება. "ელ კლასიკო" სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.