ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — ბაიერნი ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — ბაიერნი ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება
თარიღი 03 Jun 2021, 20:12

დიდი ალბათობით, "გლადბახის" ნახევარმცველი, ფლორიან ნოიჰაუსი "ბაიერნში" გადავა.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, მიუნხენურმა გრანდმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

ახლა კი, "რეკორდმაისტერი" ბორუსიელებს უნდა შეუთანხმდეს, რომელსაც 24 წლის გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

2020/21 წლების სეზონში ნოიჰაუსმა "გლადბახის" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 35 მილიონს შეადგენს.

"ყველაფრისთვის მზად ვარ", - ლევანდოვსკის ორაზროვანი განცხადება საკუთარ მომავალზე