პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - პსჟ ლუკმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

"პარი სენ-ჟერმენი" "ატალანტას" ნიგერიელი თავდამსხმელის, ადემოლა ლუკმენის ტრანსფერზე მუშაობს.
ცნობილი ინსაიდერის ფლორიან პლეტენბერგის განახლებული ინფორმაციით თანახმად, "პსჟ"-მ ლუკმენთან კონტრაქტის პირობებზე შეთქნხმებას მიაღწია.
ლიგა 1-ის
გუნდი ამჟამად ბერგამასკოს ხელმძღვანელობასთან გარიგების პირობებს განიხილავს.
26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "არსენალიც" იჩენს, რომელიც სიტუაციას აქტიურად აკვირდება.