პირლო სერია ა-ს კლუბის მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატია — იტალიური მედია
დიდი შანსია, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ანდრეა პირლო სერია ა-ში საქმიანობას დაუბრუნდეს.
ასე და ამგვარად, როგორც მედიაში იწერება, "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება "სპეციას" ჩაუდგეს სათავეში.
გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი, ტიაგო მოტა, დიდი ალბათობით, დაკავებულ თანამდებობას ყველა ვარიანტში დატოვებს.
"სპეციას" ხელმძღვანელობა 39 წლის ბრაზილიური ფესვების მქონე იტალიელის იდეალურ შემცვლელად სწორედ პირლოს მიიჩნევს.
მოგეხსენებათ, 42 წლის პირლო "იუვენტუსიდან" გასული წლის მაისში წავიდა და ამ სეზონში არსად უმუშავია.