ავტორიზაცია

პირველი აპრილის ხუმრობის გამო, რუმინელმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა

პირველი აპრილის ხუმრობის გამო, რუმინელმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა
თარიღი 04 Apr 2021, 22:14

რუმინული "ინდუსტრია გალდა ჟე ჟოსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფან ფოგოროსიმ კლუბი პირველი აპრილის წარუმატებელი ხუმრობის გამო დატოვა, წერს ჟურნალისტი, ემანუელ როში.

1 აპრილს, საიტმა alba-sport.ro-მ, კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით, 3-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფოგოროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სიახლე გამოაქვეყნა.

სპეციალისტი მიხვდა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ იმ დონეზე ეწყინა, რომ ვარჯიშზე არ მივიდა და კლუბიდან წავიდა.

კლუბი "ინდუსტრია გალდა ჟე ჟოსი" რუმინეთის მესამე ლიგაში ასპარეზობს. 14 ტურის შემდეგ, კლუბის აქტივში 4 ქულაა და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:

სკანდალი ლა ლიგაში! - კადისისა და ვალენსიას მატჩი შეწყდა