პირველი გამარჯვება სერია A-ში! - ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა რომა დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "რომას" დაუპირისოირდა და 2:1 გაიმარჯვა.
ეს გამარჯვება "კრემონეზესთვის" არამხოლოდ მიმდინარე სეზონში იყო პირველი, არამდედ სერია A-ში 1996 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება გახლდათ.
24 წლის ქართველი მცველი სათადარიგო სკამზე იყო და შეხვედრაში არ ჩართულა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "კრემონეზემ" "რომა" მეორედ დაამარცხა.
2 თებერვალს, იტალიის თასის 1/4-ფინალში ბალარდინის გუნდმა "სტადიო ოლიმპიკოზე" (2:1) მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ "კრემონეზე" 12 ქულით მე-19 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ "სპეციას" 8 ქულით ჩამორჩება.