ავტორიზაცია

პირველი მსურველი გამოჩნდა — სად გადავა ლუკ დე იონგი ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში?

პირველი მსურველი გამოჩნდა — სად გადავა ლუკ დე იონგი ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში?
თარიღი 18 დეკ 2021, 17:20

"სევილიას" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, ლუკ დე იონგმა, რომელიც ამჟამად "ბარსელონაში" ირიცხება იჯარით, იანვარში კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, 31 წლის ჰოლანდიელის ხელში ჩაგდება "ფენერბაჰჩეს" სურს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" დე იონგის იჯარის ვადაზე ადრე შეწყვეტას განიხილავს - ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ფორვარდი არც "სევილიას" სჭირდება და ანდალუსიელთა ხელმძღვანელობას მისი დაბრუნება არ სურს.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.