ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
თარიღი 13 ოქტ 2023, 14:40
ინგლისის პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰეუნ მინ სონი დასახელდა.

გასულ თვეში კორეელმა ინგლისის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა, სონმა ამ შეხვედრებში ექვსი გოლი გაიტანა. 

"ბარნლისთან" თამაშში სონმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, "არსენალთან" მატჩში დუბლი შეასრულა, ხოლო "ლივერპულთან" მატჩში ერთხელ გაიტანა.