ავტორიზაცია

პსვ ბაიერნის ფეხბურთელის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია

პსვ ბაიერნის ფეხბურთელის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 05 აგვ 2023, 11:44
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მალიკ ტილმანი კარიერის ნიდერლანების ერედივიზიაში გაგრძელებასთან ახლოსაა.

ჟურნალისტი კერი ჰოუის თქმით, ამერიკელმა ფეხბურთელმა "პსვ"-ში გადასვლა გადაწყვიტა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბი ახლოსაა იჯარის ხელშეკრულებასთან 21 წლის ფეხბურთელის შეძენის ოფციით ან ვალდებულებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შემტევი იჯარით შოტლანდიურ "რეინჯერსში" გამლდიოდა და ყველა ტურნირზე 43 მატჩში 12 გოლი გაიტანა.