ავტორიზაცია

პსვ გაკპოს ტრანსფერზე მადრიდის რეალის წინადადებებს ელოდება

პსვ გაკპოს ტრანსფერზე მადრიდის რეალის წინადადებებს ელოდება
თარიღი 14 დეკ 2022, 15:14
"პსვ ეინდჰოვენი" ელოდება შემოთავაზებას მადრიდის "რეალისაგან" თავდამსხმელ კოდი გაკპოზე, რომელმაც ამ მუნდიალზე ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში სამი გოლი გაიტანა.

Diario AS-ის ცნობით, "პსვ" ელის, რომ მადრიდის "რეალი" გაკპოსთვის მათთვის მომგებიან შეთავაზებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდული კლუბი თავის ფეხბურთელს 60 მილიონ ფუნტად აფასებს.

გაკპოს კიდევ ერთი სერიოზული პრეტენდენტი მანჩესტერ "იუნაიტედია", რომელსაც ფეხბურთელის ყიდვა მთავარი მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგის სურს.