ავტორიზაცია

პსჟ ბონოსთვის ბრძოლაში გაფავორიტდა და მოლაპარაკებებს აგრძელებს

პსჟ ბონოსთვის ბრძოლაში გაფავორიტდა და მოლაპარაკებებს აგრძელებს
თარიღი 23 Jul 2023, 22:56
პარი სენ-ჟერმენი სევილიასთან მაროკოელი გოლკიპერის, იასინ ბონოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. 

Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, თავდაპირველად პარიზელებმა სევილიელებს 12 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზეს, თუმცა ესპანურ გუნდს 18 მილიონი ევროს მიღება სურს. 

თავდაპირველი უთანხმოების მიუხედაცად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

ბონომ პსჟ-ს თავისი თანხმობა უკვე განუცხადა, მას გუნდში ჯიჯიო დონარუმას შემდეგ მეორე მეკარის როლის მორგების პრობლემა არ აქვს. 

მაროკოელით ბაიერნიც ინტერესდება, თუმცა ამ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენი მოლაპარაკებებში უფრო წინაა.