ავტორიზაცია

პსჟ-მ გადაწყვიტა, როდის გამოაცხადებს მბაპეს მადრიდის რეალში ტრანსფერს

პსჟ-მ გადაწყვიტა, როდის გამოაცხადებს მბაპეს მადრიდის რეალში ტრანსფერს
თარიღი 06 მარ 2024, 13:05
"პსჟ"-მ გადაწყვიტა, როდის გამოაცხადებს გუნდის მთავარი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს წასვლას. 

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, პარიზელები 25 წლის ფეხბურთელის წასვლის შესახებ მადრიდის "რეალთან" შეთანხმების მიღწევისთანავე გამოაცხადებენ. 

მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 21 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.